ივანიშვილის ხელისუფლება სამი ტელეკომპანიის წინააღმდეგ. "ქართული ოცნება" ფორმულას, მთავარს და ტვ პირველს "შინ ევროპისკენ" კლიპის ეთერში გაშვების გამო უჩივის. სხდომა ბექაურის კომისიამ მიმართვიდან მალევე ჩანიშნა და ორ დღეში გაირკვევა, მიიღებს თუ არა წარმოებაში მარეგულირებელი ხელისუფლების სარჩელს. ლაპარაკია კლიპზე, რომელიც კამპანია "შინ ევროპისკენ" ფარგლებში მომზადდა. ოცნება ცდილობს, სოციალური რგოლი პოლიტიკურ რეკლამად გაასაღოს და არასაარჩევნო პერიოდში გაშვების გამო ტელევიზიები დასაჯოს. ივანიშვილის გუნდი ავითარებს თეორიას, რომ კლიპმა შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს სამომავლო არჩევნებზე და დააზარალოს ოცნება. გაგახსენებთ, რომ ვიდეორგოლში გამოყენებულია ხელისუფლების პირველი პირების ანტიევროპულ კომენტარები.
"ქართული ოცნება" კრიტიკული არხების წინააღმდეგ
09 აგვ 202220:22
3 წუთის საკითხავი